jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ნიკს ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 2 ივნისი

კომპანია "ნიკს ჰოლდინგ" როგორც დინამიკური, მრავალფეროვანი და სწრაფად მზარდი კომპანია, აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების ბრენდებს ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში.

გვჯერა, რომ ჩვენს მიერ ჩამოყალიბებულ ძლიერ, კომპეტენტურ გუნდს და მათ მონდომებას შეუძლია შექმნას უკეთესი ხვალინდელი დღე.

"Niks Holding" - ვმართავთ მომავალს დღეს!

შპს "ნიკს ჰოლდინგი" აცხადებს სტაჟირებას ბუღალტერიის დეპარტამენტში

განაკვეთი: სრული, 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, კავსაძის ქუჩა #3

მოვალეობები:

სტაჟირება მოიაზრებს ბუღალტერიის დეპარტამენტში 6 თვის განმავლობაში ბუღალტრის დამხმარეს ფუნქციებში გარკვევას, კვალიფიციური ბუღალტრის მეთვალყურეობით მარტივი ბუღალტრული ფუნქციების შესრულებას და მათ ასახვას ერთიან სააღრიცხვო პროგრამაში, კერძოდ:

** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტების გაფორმება;
** სალაროს ოპერაციების და ტერმინალების კონტროლი;
** საბანკო ოპერაციების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** ძირითადი საშუალებების კონტროლი;
** შედარება კრედიტორებთან და დებიტორებთან;
** თვის დახურვის ოპერაციებში მონაწილეობის მიღება;
** პერიოდულად საწყობის ინვენტარიზაციის აუდიტის ჯგუფში ჩართულობა (ადგილზე ვიზიტი);
** საჭიროებისამებრ სხვა საბუღალტრო ოპერაციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ეკონომიკის დარგში;
** EXCEL-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული.
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** აკურატულობა და მოწესრიგებულობა

სტაჟირების პერიოდი მოიცავს 6 თვეს. ანაზღაურება სტაჟირების განმავლობაში 400 ლარი გადასახადების გარეშე. სტაჟირების დაწყებიდან 3 თვის შემდეგ მოხდება სტაჟირების შედეგების შეფასება და შესაბამისი ცვლილება სტაჟიორის ანაზღაურებაში. სტაჟირების 6 თვიანი პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაჟიორი დასაქმდება ბუღალტრის დამხმარეს პოზიციაზე გამოცდილების შესაბამისი ზრდადი ანაზღაურებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე hr@niksholding.ge და სათაურის ველში, მიუთითეთ სტაჟირება ბუღალტრულ დეპარტამენტში წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |