jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი ბათუმი
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 2 ივნისი

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანიის "ტოიოტა ცენტრი ბათუმის" გუნდში სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** მომხმარებლებთან კომუნიკაცია სადაზღვევო ხელშეკრულებების ფარგლებში და პოზიტიური ურთიერთობის დამყარება;
** მომხმარებლების საჭიროებების სრულყოფილად გარკვევა მიღებული ინფორმაციის ანალიზი, შეფასება და შესაბამისი მომსახურებების შეთავაზება;
** ავტომობილის გარეგანი დათვალიერება და შეფასება - დეტალური დათვალიერება, დაზიანებების აღრიცხვა და განფასება;
** შეკეთებისთვის საჭირო ნაწილების შეკვეთის უზრუნველყოფა და პროდუქციის მიღების ვადების კონტროლი;
** სამღებრო-სათუნუქე გუნდთან კოორდინაცია - შესაბამისი კომპეტენციების მქონე თანამშრომლების პროცესებში ჩართვის უზრუნველყოფა;
** იდენტიფიცირებული საჭიროებების მიხედვით შესაბამისი დოკუმენტების წარმოება;
** შეკეთების ვადების განსაზღვრა და განსაზღვრული ვადების კონტროლი;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია ავტომობილის შეკეთების ყველა ეტაპზე;
** სერვისის ხარისხის მონიტორინგი - მომხმარებლისთვის ავტომობილის სათანადოდ შეკეთებულ და მოწესრიგებულ მდგომარეობაში დაბრუნების კონტროლი;
** შეფერხების ან დამატებით განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება;
** შეკეთებული ავტომობილების მეორადი ნაწილების შენახვისა და სადაზღვევო კომპანიებისთვის დაბრუნების უზრუნველყოფა;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** კომპანიის მიმდინარე სასერტიფიკატო კურსებისა და ტრენინგების გავლა;
** საჭიროების შემთხვევაში სერვისის განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
** კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ყველა პროცედურის დაცვა - საგანგებო სიტუაციის დროს (უბედური შემთხვევა, ხანძარი, სტიქიური უბედურება და ა.შ.) კომპანიაში დადგენილი შესაბამისი წესების მიხედვით მოქმედება;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საავტომობილო სფეროს საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS office-ის ცოდნა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

"ტოიოტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1298

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |