jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: იმპორტირებული პროდუქციის გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ენგადი
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 2 ივნისი

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი შპს "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტირებული პროდუქციის გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ბაზრისა და სამომხმარებლო ტენდენციების კვლევა - კონკურენტების თაროს ფასების მუდმივი მონიტორინგი; შედეგებზე დაყრდნობით პროგნოზების გაკეთება და სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება;
** უცხოელი პარტნიორების მოძიება, მათთან მოლაპარაკებების წარმოება კონკრეტული პროდუქტის იმპორტისა და ადგილობრივ ბაზარზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით;
** სავაჭრო არხებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** კლიენტებისათვის ინდივიდუალური შეთავაზებების შემუშავება და განხორციელება გაყიდვების გაზრდის მიზნით;
** სტრატეგიებზე დაყრდნობით სამოქმედო გეგმის შემუშავება, განხორციელება და პროცესების მუდმივი მონიტორინგი (სთორჩექი) ხარვეზების აღმოჩენის/აღმოფხვრის მიზნით;
** პროდუქციის პოზიციონირებისათვის სხვადასხვა დეპარტამენტებთან ერთად ფასისა და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა/განხორციელება;
** სხვადასხვა სახის პროექტებში მონაწილეობა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, საცალო ვაჭრობის, FMCG სფეროში;
** საბაზისო მარკეტინგული პრინციპებისა და მიდგომების ცოდნა;
** ინგლისური ენის B2+ დონეზე ცოდნა;
** MS Office.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** დეტალებზე ორიენტაცია;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: HR@bakhmaro.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |