jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ავტო-გაქირავების აგენტი
მომწოდებელი: თეგეტა ქარ რენთი
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 2 ივნისი

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1293

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "თეგეტა ქარ რენთი" წარმოდგენილი Europcar ბრენდის სახით, აცხადებს ვაკანსიას ავტო-გაქირავების აგენტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაქირავებისა და ჩაბარების სრული ციკლის მართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** ავტომობილების მიწოდების უზრუნველყოფა თბილისისა და რეგიონების მასშტაბით;
** გასაქირავებელ სტოკში არსებული ავტომობილების რეგლამენტირებული სერვისის ორგანიზება;
** მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** ცნობადობის ამაღლებასა და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაზე ზრუნვა;
** ავტომობილების შესაბამის ლოკაციებზე განთავსებისა და ნებართვებთან დაკავშირებული პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
** მონაცემთა ბაზების წარმოება, საჭიროების შემთხვევაში პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

დამატებითი მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
** საავტომობილო სფეროს საბაზისო დონეზე ცოდნა;
** MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდსა და მეგობრულ გარემოს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** სხვადასხვა სახის კორპორაციულ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს;
** მრავალფეროვან ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებს.
** თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |