jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სტაჟიორი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 2 ივნისი

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეოთხე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

შემოგვიერთდი, როგორც სტაჟიორი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე სხვადასხვა დავალებებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად!

რა ამოცანებია შესასრულებელი:

** პერსონალის ფორმალური დოკუმენტაციის წარმოების პროცესში ჩართულობა (აყვანა, პირადი საქმეების მართვა, განთავისუფლება, გადაყვანა, დისციპლინური გადაცდომა, საკონტრაქტო პირობების ცვლილება და სხვ.)
** წინა სახელფასო დოკუმენტაციის წარმოებაში ჩართულობა
** ორგანიზაციული კლიმატის კვლევის პროცესში ჩართულობა
** ორგანიზაციული სტრუქტურის, პერსონალის რიცხოვნობის განახლებაში ჩართულობა

ვის ვეძებთ:

** ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან მსგავსი მიმართულებების კურსდამთავრებულები
** სტაჟირების გამოცდილება HR სფეროში, ადმინისტრაციულ საქმიანობაში, დოკუმენტაციის წარმოებაში ჩაითვლება უპირატესობად
** უცხო ენების ფლობა: ინგლისური B2+ დონეზე
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS excel ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირება
** სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა

რას გთავაზობთ:

** პეპსიკოს პროფესიონალთა გუნდთან ერთად მუშაობა და მხარდაჭერა
** წვდომა პეპსიკოს უნიკალურ სასწავლო პლატფორმებსა და პროგრამებზე
** ადგილმდებარეობა: ფონიჭალა
** ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი სრული განაკვეთით: 09:00 - 18:00 სთ
** ანაზღაურება: 900 ლარი
** ხანგრძლივობა: 12 თვე
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პაკეტი
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
** კვება

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |