jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 2 ივნისი

"Gastronome Group"-ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით.

"Gastronome Group"-ის გუნდში ვეძებთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა და დადებითი განწყობის შექმნა
** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება

მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მასპინძლობის სფეროში
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება
** ინგლისური და ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე

ანაზღაურება: 1000 ლარი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი.
ლოკაცია: თბილისი

თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისია, და ფიქრობთ მუდმივ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: cv@gastronome.ge

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |