jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: Artizan Design Hotel
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 2 ივნისი

სასტუმრო Artizan Design Hotel © აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** სტუმრის მიღება სივრცეში და დაჯავშნილ მაგიდამდე მიცილება;
** ცხელ-ხაზზე შემოსულ ზარებზე რეაგირება:
** ინფორმაციის მიწოდება პროგრამასთან, მენიუსთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით;
** ჯავშნების მიღება;
** ჯავშნების კალენდრის რეგულარული წარმოება;
** თავისუფალი მაგიდის არ არსებობის შემთხვევაში მომლოდინე სტუმრის მონაცემების ჩანიშვნა და უკუკავშირი მაგიდის გათავისუფლებისთანავე;
** შეინარჩუნოს სივრცე სუფთა და ორგანიზებულ მდგომარეობაში ნებისმიერ დროს;
** საჭიროებიდან გამომდინარე, სტუმრებისათვის სივრცეებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება.

საჭირო ცოდნა/უნარ ჩვევები:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკოლაძის 12

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com და გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო "არტიზანმა", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |