jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: 1C ოპერატორი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 25 მაისი

"ჯი არ სი" 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი, მშვიდობის #80 (კუზიან ხიდთან)

ძირითადი მოვალეობები:

** 1C-ში პროგრამული ოპერაციების განხორციელება (რეალიზაცია, შიდა გადაადგილება, წარმოება და ა.შ.);
** დოკუმენტების პროგრამული გატარების სისწორის კონტროლი, ხარვეზების შემთხვევაში რეაგირება;
** რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება 1C ოპერატორის პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2024 წლის 25 მაისამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "1C ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |