jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: IT მხარდაჭერის მენეჯერი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 2 ივნისი

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე, ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს აიტი მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპიუტერული მოწყობილობების ინსტალაცია და გამართვა;
** საოფისე კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია;
** სხვადასხვა საოფისე პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა დადგენილი პოლიტიკის შესაბამისად (აიპი ტელეფონია, მეილები, მოსვლა-წასვლის პროგრამა;
** კომპიუტერული და ქსელური ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია, გამართვა და კონფიგურირება;
** თანამშრომელთათვის კომპიუტერულ ტექნიკასთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის და დახმარების გაწევა;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** სასურველია იმავე ან მსგავს სამუშაოზე მინიმუმ 1 წლის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ოპერატიული სისტემების (მაიკროსოფტი, ლინუქსი) კარგი ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** მოქნილი ცვლილებების მიმართ;
** დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - აიტი მხარდაჭერის მენეჯერი
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |