jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საოპერაციო დირექტორი/აღმასრულებელი დირექტორი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 2 ივნისი

კომპანია "ქებული კლიმატი" 2005 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, რომელიც გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 12 ფილიალითაა წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო დირექტორი / აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე. ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საოპერაციო პროცესების შემუშავება, განხორციელება და ოპტიმიზაცია;
** მომსახურების მაღალი ხარისხის სტანდარტების უზრუნველყოფა;
** საოპერაციო რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მართვა;
** საოპერაციო ხარჯების მონიტორინგი და მართვა, შემცირების სტრატეგიის შემუშავება;
** თანამშრომლების განვითარება, ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა;
** საოპერაციო პროცესებში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების აქტიური დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
** ამავე ან მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ფლობა; (სასურველია 1C პროგრამის ცოდნა);
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) B2 დონეზე ფლობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათავო ოფისი

სოციალური პაკეტი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
** ლანჩით უზრუნველყოფა
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
** კორპორაციული ნომერი
** პარკინგი.

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა: წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.

ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად.

დასაქმებულის უფლებები:

ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ქებული კლიმატის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.

შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |