jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ჯითექსი
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 2 ივნისი

შპს "ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

კომპანია "ჯითექსი" დაარსდა 2007 წელს და უკვე 15 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: KIABI, Penti, Matalan, OVS, Terranova, Enza home, EnglishHome.

სამუშაო პირობები:

პოზიცია: ფინანსური ანალიტიკოსი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე
სამუშაო ადგილი: თბილისი, მუხრან მაჭავარიანის 4ბ
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00 სთ
ხელფასი: 1000 - 1500 ლარი (Net)

სამუშაო ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების დაგეგმვა კატეგორიებისა და ბრენდების მიხედვით და პროცესის წარმართვა მიმართულებებთან კოორდინაციაში
** გაყიდვების მაჩვენებლების ანალიტიკა და რეპორტინგი
** დაგეგმილი აქციების ფინანსური პროგნოზირება
** განხორციელებული აქციების შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება
** ბიუჯეტირებისა და დანახარჯთა კონტროლის პროცესის სრული მართვა
** კომპანიის ფინანსური მომგებიანობის ანალიზი
** კომპანიის განვითარების სხვადასხვა სცენარის დამუშავება
** სხვადასხვა მიზნობრიობისა და საჭიროებების გათვალისწინებით რეპორტების მომზადება
** რეპორტინგის უზრუნველყოფა
** ბრენდთან დაკავშირებული სხვადასხვა რეპორტების წარმოება
** ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტების წარმოება
** ძირითადი სამუშაო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** ანალიტიკის ან რეპორტინგის წარმოების 1 წლამდე გამოცდილება
** SQL ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სიზუსტე, ოპერატიულობა
** ინიციატივიანობა
** შედეგზე ორიენტირებულობა
** პროფესიული უნარები
** MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა
** MS Office პროგრამების ძალიან კარგად ცოდნა
** მათემატიკური აზროვნება

ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gtex.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ფინანსური ანალიტიკოსი".

გისურვებთ წარმატებებს!

შპს "ჯითექს"- ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჯითექს"-ის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების მიხედვით.

შპს "ჯითექსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |