jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 2 ივნისი

"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი: რესტორნის მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომსახურების საფეხურების ზედმიწევნით კარგად ცოდნა და დაცვა კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** მაგიდების გასერვირება/ალაგება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად
** სტუმრის დროული დახვედრა/მიღება
** სტუმრისათვის მენიუს გაცნობა, შეკვეთის მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა
** ღვინის მომსახურების ეტიკეტის ცოდნა და დაცვა დადგენილი სტანდარტის შესაბამისად
** სტუმრის ინფორმირება დაგვიანებადი კერძის შემთხვევაში, საჭიროებისამებრ უშუალო ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება და შესაბამისი ზომების მიღება
** სტუმრებთან მუდმივად კომუნიკაციის დამყარება; მათი კომპლიმენტების, საჩივრებისა და პრეტენზიების მოსმენა საკვების, სასმლის, მომსახურების ხარისხისა და გარემოს კუთხით, საჭიროებისამებრ შესაბამისი ზომის მიღება დადგენილი სტანდარტის მიხედვით და უშუალო ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება
** კომპანიის მიერ გამოყოფილი უნიფორმის ტარება სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:

** სასურველია მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა
** თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სერვისზე/მომსახურებაზე ორიენტირებული, ასევე უნდა იყოს ყურადღებიანი დეტალების მიმართ, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი

შერჩევის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მიმტანი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმლენდ ოაზისის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/ რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს გაეცნოთ თქვენს შესახებ ჩვენს მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებს, მოითხოვოთ მათი განახლება, ცვლილება ან განადგურება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |