jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მექანიკოსი
მომწოდებელი: წყალი მარგებელი
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 2 ივნისი

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სს "წყალი მარგებელი" აცხადებს ვაკანსიას გურიაში ქარხნის მექანიკოსის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: გურია, ჩოხატაური, სოფ. ნაბეღლავი
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება
დამატებითი სარგებელი: ტრანსპორტირება, კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** გათბობისა და გაგრილების სისტემების ოპერირება - ჩართვის, გამორთვისა და მუშაობის მონიტორინგი; კომპეტენციის ფარგლებში მისი სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
** მაღალი და დაბალი კომპრესორების სისტემების ოპერირება - ჩართვის, გამორთვისა და მუშაობის მონიტორინგი; კომპეტენციის ფარგლებში მისი სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
** საქვაბის და მისი დამხმარე სისტემების ოპერირება - ჩართვის, გამორთვისა და მუშაობის მონიტორინგი; კომპეტენციის ფარგლებში მისი სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
** გენერატორების ოპერირება - ჩართვის, გამორთვისა და მუშაობის მონიტორინგი; კომპეტენციის ფარგლებში მისი სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
** მექანიკური საამქროს დანადგარების მოვლა - დასუფთავება, ტექნიკური მომსახურება, მათი საშუალებით სამუშაოების შესრულება;
** ტერიტორიული ზედამხედველობის განყოფილების მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში;
** გეგმური და ავარიული სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** CO2-ისა და აზოტის ავზების მომსახურება (ავზების შევსება, წარმოებაში გაშვება და სხვა ტექნიკური მომსახურება);
** სხვადასხვა ახალი პროექტში სამუშაოების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება;
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ჰიდრავლიკის, პნევმატიკისა და მექანიკის ცოდნა;
** ელექტრობის საბაზისო ცოდნა;
** TIG (არგონით) და ბუნებრივი აირით შედუღების ცოდნა.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ტექნიკურ აღჭურვილობასთან მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
** პრობლემის აღმოჩენასა და მოგვარებაზე ორიენტირებული.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: vacancy@nabeghlavi.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |