jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ენგადი
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 2 ივნისი

სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" (ნაბეღლავის, ბახმაროს, მარნეულის სასურსათო ქარხნის, რაუხისა და სხვა პროდუქტების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტ (ებ)ში სამუშაო ვიზიტების განხორციელება კომპანიის პროდუქციის სათანადო, დადგენილი სტანდარტის შესაბამისი, წარმოდგენის უზრუნველსაყოფად;
** საქონლის ინვენტარიზაცია (როგორც საწყობის, ისე თაროს ნაშთის);
** შესაბამისი პირებისთვის, ობიექტზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის რეგულარულად მიწოდება, დადგენილი წესის მიხედვით;
** სავაჭრო ობიექტის ხელმძღვანელ პირებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება კომპანიის ამოცანების და გეგმების შესრულებისა და საქმის კოორდინირებულად წარმართვის მიზნით;
** სავაჭრო ობიექტის თანამშრომლებთან და მომხმარებელთან ურთიერთობისას კომპანიაში არსებული სტანდარტების დაცვა;
** ხელმძღვანელისთვის რეგულარული რეპორტების მომზადება დადგენილი წესითა და ფორმატით;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება (სავალდებულო);
** უმაღლესი განათლება (ჩაითვლება უპირატესობად);
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სავალდებულო);
** MS Office.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** არითმეტიკული/მათემატიკური უნარები;
** კარგი კომუნიკაციური უნარები: გამართული მეტყველება, აქტიური მოსმენა, დამარწმუნებელი კომუნიკაცია, მოლაპარაკების უნარი;
** შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კონტროლისა და პასუხისმგებლობისთვის მზადყოფნა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: HR@bakhmaro.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |