jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ავეჯის ამწყობი
მომწოდებელი: ჯითექსი
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 2 ივნისი

კომპანია "ჯითექსი"-ს ჯგუფში შემავალი ავეჯის ბრენდი "Enza Home" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის ამწყობის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** პროდუქციის აწყობა და დაშლა ინსტრუქციის შესაბამისად;
** ფილიალების მომარაგებაში მონაწილეობის მიღება: საწყობიდან პროდუქციის ფილიალში განთავსება და აწყობა;
** არსებული შეკვეთების შესაბამისად საწყობიდან პროდუქციის მომხმარებელთან მიტანა: საწყობიდან პროდუქციის გამოტანა, მანქანაში განთავსება, მომხმარებელთან მიტანა და ადგილზე აწყობა;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია ავეჯის აწყობის მიმართულებით გამოცდილება მსგავს პოზიციაზე,
** სასურველია C და B მანქანის მართვის მოწმობის ქონა.

პიროვნული თვისებები:

** აკურატული და დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული და საქმეზე კონცენტრირებული;
** ოპერატიული;
** შრომისმოყვარე;
** გუნდთან ერთად მუშაობის უნარი;

ანაზღაურება:

სამუშაო ანაზღაურება მოიცავს ფიქსირებულ ხელფასსა და ბონუსს.
ფიქსირებული ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@gtex.ge

რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ავეჯის ამწყობი".

კომპანია "ჯითექსი" გისურვებთ წარმატებებს!

შპს "ჯითექს"- ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჯითექს"-ის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების მიხედვით.

შპს "ჯითექსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |