კომპანია "3D Painter" აცხადებს ვაკანსიას დამწყები დიზაინერ-მბეჭდავის პოზიციაზე.
"3D Painter" ამზადებს სუვენირებს და ჯილდოებს. მაღალი ხარისხის კრისტალებში შეგვიძლია ნებისმიერი 2D ან 3D ნახატების ჩახატვა (კომპანიის ლოგო, ფოტო, ფრაზა, გამოიყენოთ დაჯილდოებისთვის ან საჩუქრად).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია Adobe Photoshop-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** ფოტოების დამუშავება;
** დიზაინის შექმნა სპეციალურ პროგრამაში და შემდეგ სუვენირების დამზადება სპეციალური აპარატით (შეისწავლით ადგილზე);
** დიზაინის მომზადების პროცესში კრეატიული იდეების მოძიება და კლიენტისთვის შეთავაზება.
პიროვნული თვისებები:
** კრეატიული აზროვნება;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური.
პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი "გალერია თბილისი" 3D painter ის მაღაზიაში
სამუშაო დრო (საღამოს სმენა) 13:00სთ დან 21-:00 სთ მდე კვირაში ხუთი დღე
16:00სთ დან 21:00სთ მდე კვირაში ერთი დღე
ხელფასი: 900 ლარი პლიუს ბონუსი 100 ლარიდან 400 ლარამდე (ბონუსები დამოკიდებულია შესრულებული საქმიდან გამომდინარე)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: 3dpainter.hr@gmail.com და გთხოვთ, სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.