jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მიმტანის დამხმარე
მომწოდებელი: რუმს
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 1 ივნისი

"ROOMS"-ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

"ROOMS Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის დამხმარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მიმტანის დახმარება შეკვეთის დროულად მიღებასა და სტუმრის სათანადო მომსახურებაში;
** შეკვეთის სწორად, სწრაფად და სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** კოლეგების დახმარება და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართული მეტყველება ქართულ ენაზე ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი სარგებელი:

** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** რუმსის ობიექტებზე კორპორატიული ფასდაკლება.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment.tbilisi@roomshotels.com

სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |