jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 2 მაისი / განცხადების ვადა: 2 ივნისი

"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი: ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გეგმების და ტექნიკური დიაგრამების გაგება და გამოყენება
** შეამოწმოს ელექტრო კომპონენტები ტრანსფორმატორებისა და ამომრთველების ჩათვლით
** გამოიყენოს სატესტო მოწყობილობები ელექტრო პრობლემების იდენტიფიცირებისთვის და მოხსენებისთვის
** შეამოწმოს დენის კარადების მდგომარეობა, ვოლტაჟი, გენერატორები, ფაზის დამცავის მდგომარეობა, ქვესადგურის ამომრთველების მდგომარეობას.
** დროულად მოახდინოს დაზიანებული ობიექტებისა და გაყვანილობების აღდგენა.
** ელექტროენერგიის არყოფნის დროს გენერატორებიდან მიწოდებული ელ. ენერგიის რაციონალური განაწილება
** შადრევნის მუშაობის ჩართვა-გამორთვა
** ტერიტორიაზე განათებების ჩართვა-გამორთვა

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია)
** თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შრომისმოყვარეობა, გუნდურად მუშაობის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ელექტრიკოსი"

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმლენდ ოაზისის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/ რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს გაეცნოთ თქვენს შესახებ ჩვენს მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებს, მოითხოვოთ მათი განახლება, ცვლილება ან განადგურება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |