შპს "Lux Auto" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: დიღომი
სამუშაო გრაფიკი: სრული - ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ძირითადი მოვალეობები:
** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
** გადარიცხვების განხორციელება;
** ბუღალტრული გატარებების გაკეთება პროგრამაში;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დეკლარაციების მომზადებასა და გადასახადების დაანგარიშებაში მონაწილეობის მიღება;
** ბუღალტრის ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საბუღალტრო დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (ზედნადები; ფაქტურები rs.ge-ზე);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word; Excel);
** ბუღალტრული პროგრამის ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე akamotors13@gmail.com.