jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მთავარი ინჟინერი
მომწოდებელი: King David
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

მრავალფუნქციური კომპლექსი "KING DAVID" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინრის პოზიციაზე.

მთავარი ინჟინრის ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებული მექანიკური და ელექტრო საინჟინრო სისტემების ექსპლუატაციის ჯგუფის ხელმძღვანელობა;

საკურატორო მიმართულებები:

** გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია;
** წყალმომარაგება,
** ხანძარქრობის სისტემები, სახანძრო სიგნალიზაცია;
** ელ.მომარაგება;
** BMS- (შენობის საინჟინრო სისტემების ავტომატური მართვის სისტემა);
** საპასპორტო მონაცემების მიხედვით სისტემების გეგმური შემოწმება;
** შემოწმების აქტების წარმოება;
** საინჟინრო სისტემების გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო მარაგების მართვა;
** დაგეგმილი საინჟინრო სამუშაოების გეგმა-გრაფიკის მიხედვით შესრულება;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
** შესრულებული სამუშაოების კონტროლი;
** გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშების შედგენა და ადმინისტრაციისთვის წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით,
** არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე,
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ანაზღაურება: 5000 ლარი;

გთხოვთ არ გამოაგზავნოთ განაცხადი ვაკანსიაზე, თუ საკურატორო მიმართულებებში ჩამოთვლილ დისციპლინებში არ გაგაჩნიათ გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Lulu.kordzadze@kdr.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მთავარი ინჟინერი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |