jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ალიანს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

ექვსთვიანი პროექტის ფარგლებში, კომპანია "ალიანს ჯგუფი" აცხადებს საზაფხულო ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში.

ვეძებთ მონდომებულ, მიზანსწრაფულ და თავდაჯერებულ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს დინამიურ გუნდს:

** თუ ხარ განვითარებაზე მოტივირებული, გსიამოვნებს ადამიანებთან კომუნიკაცია და შეგიძლია მათთან თავისუფლად საუბარი ინგლისურ და რუსულ ენებზე (მინიმუმ B2 დონე)
** გაქვს დარწმუნებისა და არგუმენტირების, პრეზენტაციის საინტერესოდ წარმართვის და მოლაპარაკებების ეფექტურად გამართვის უნარი - გამოგვეხმაურე გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** უნიკალურ მულტიფუნქციურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** პროექტის დასრულების შემდეგ - დასაქმების შანსი
** გამორჩეულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიქსირებულ ხელფასთან ერთად, საბონუსე სისტემას.

გამოგვიგზავნე რეზიუმე 2024 წლის 07 ივნისის ჩათვლით - hr@alliance.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

ადგილმდებარეობა: 6 მარჯანიშვილის ქ. ბათუმი

გისურვებთ წარმატებას!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანს სიტი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:

** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`

შპს "ალიანს სიტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |