jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სერვისის კონსულტანტი
მომწოდებელი: Allain Afflelou
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

Allain Afflelou - არის ფრანგული ლიდერი ოპტიკური და მზის სათვალეების მაღაზიათა ქსელი, რომელსაც 42 წლიანი გამოცდილება აქვს ოპტიკურ ბიზნესში და მსოფლიოს 19 ქვეყანაში 1418 მაღაზიითაა წარმოდგენილი. საქართველო მე- 20 ქვეყანაა, პირველი "აფლელუ პარიზის" მაღაზია მიმდინარე წელს გაიხსნა და მომხმარებელს სრულ ოპტიკურ მომსახურებას შესთავაზებს.

"აფლელუ პარიზი"-ს მაღაზია აცხადებს ვაკანსიას სერვისის კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 6 დღიანი სამუშაო კვირა, 1 დღე დასვენება
სამუშაო საათები: 10:00-17:00 ან 15:00-22:00
ლოკაცია: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 800 ლარი ხელზე ასაღები თანხა და ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის / ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და შესაბამისი მომსახურების გაწევა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** სალარო აპარატთან მუშაობა და რეალიზაციის პროგრამული ასახვა;
** პროდუქციის მოწესრიგება და მათი განთავსება კომპანიის სტანდარტების გათვალისწინებით.

ჩვენი ვაკანსია განსაკუთრებით დაგაინტერესებს, თუ:

** გაინტერესებს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ოპტიკური ხაზი;
** ფიქრობ რომ კომუნიკაციები შენი ძლიერი მხარეა;
** საუბრობ უცხო ენებზე.

ამ პოზიციაზე დაგჭირდება:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა;
** სრულ სამუშაო განაკვეთს, ფიქსირებულ ხელფასს და ბონუსს;
** საინტერესო საჩუქრებს პარტნიორი ბრენდებისგან.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ:

გამოგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@gepha.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - Afflelou სერვისის კონსულტანტი

დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 579 911 900

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს "გეფა"-ს მიერ (ს/ნ 201991229) (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება:

** კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან;
** დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
** თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.

თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სს "გეფა"-ს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: HR.info@gepha.com.

სს "გეფა" აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, როგორიცაა: კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; რასა; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

სს "გეფა" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.

"გეფა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |