jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი - Grand Mall
მომწოდებელი: Cenomi Retail
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

Cenomi Retail მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში და ჩრდილოეთ აფრიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.

Cenomi Retail Georgia 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისისა და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.

"Cenomi Retail Georgia" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე - Grand Mall, ბათუმი.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** მაღაზიის ყოვედღიური ოპერირების მართვა/ხელმძღვანელობა ყოველთვიური გაყიდვების და ბიზნეს გეგმის მისაღწევად.
** ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური გაყიდვების (მათ შორის პიკის და არააქტიური საათების), გაყიდული ნივთების საწყობიდან დარბაზში გამოტანის უწყვეტი პროცესი, რათა მოხდეს მარაგების მიზნობრივ დონეზე შენარჩუნება და გაყიდვის მაქსიმალიზაცია.
** ონლაინ სივრცეში კომუნიკაციის, პროდუქციის განახლეიბის მონიტორინგი.
** მაღაზიაში ბრენდის, როგორც სპეციფიკური, ასევე ზოგადი მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება და სარეკლამო მასალების დროული განლაგება.
** დარბაზში და საწყობში პროდუქციის მოწესრიგება და ბრენდის სტანდარტების შესაბამისად განლაგება.
** მაღაზიის კუთვნილი ინვენტარის გაფრთხილება, მათ შორის ტექნიკური და უსაფრთხოების საკითხების დაუყონებლივ მოგვარება.
** მომხმარებელთა მომსახურების მონიტორინგი, ბრენდის სტანდარტების გათვალისწინებით.
** მენეჯერის და გუნდის თითოეული წევრის მიერ კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად დადგენილი იუნიფორმებით სამსახურში გამოცხადება და მათი იერსახის შენარჩუნება.
** კომპანიის შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში დისციპლინარული გაფრთხილების მიცემაზე პასუხისმგებლობა.
** თანამშრომლების შუალედური / წლიური შეფასება და მიზნების დასახვა.
** თანამშრომელთა ეტაპობრივი წინსვლის ხელშეწყობა ტრეინინგებისა და ცოდნის გაზიარების გზით.
** პროდუქციის მიღების შესახებ ყველა ინფორმაციის სისტემაში დროული, აკურატული ასახვა და მიღებული ყველა ახალი პროდუქციის მყისიერი ამოლაგების უზრუნველყოფა.
** მიღების დრო აღმოჩენილი დანაკლიების აღრიცხვა და ბრენდის მოწყობილობაში დაკორექტირება.
** კოლექციის სწორი რაოდენობით მიღების აღრიცხვა.
** დარბაზში პროდუქციის მარაგების და ასორტიმენტის ბრენდის სტანდარტებით გათვალისწინებული რაოდენობით შენარჩუნება, რათა მიღწეულ იქნას ბიზნესის მიზნები.
** გაყიდული ერთეულების ზომების საათობრივი განახლება, გასასინგ ოთახში დაგროვებული ნივთების დარბაზში განლაგება.
** კვირის ჭრილში ყველაზე გაყიდვადი ერთეულების რეპორტის სისტემიდან ამოღება და მათი დარბაზში კომერციულად განლაგების მონიტორინგი.
** ბრენდის მიერ გამოგზავნილი ანალიზის საფუძველზე ფილიალებს შორის პროდუქციის როტაცია.
** ყოველკვირაული ბრენდის სპეციფიური რეპორტინგი.
** სეზონის ბოლოს არსებული ნაშთის ესპანეთში გაგზავნა, ბრენდის შინაგანაწესით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად.
** დანაკარგების პრევენციის ღონისძიებების წარმართვა/მონიტორინგი, რათა თავიდან იქნეს აცილებული კომპანიის ქონების ნებისმიერი სახით დაკარგვა/ დაზიანება მათ შორის შიდა და გარე პირთა მიერ ქურდობით გამოწვეული.
** ნაღდი და უნაღდო შემოსავლის კონტროლი სალაროში, მათ შორის დღის დახურვის რეპორტის სიზუსტზე. დოკუმენტაციის ოპერატიულად მიწოდება მთავარი მოლარესთვის.
** "TAX FREE" და დიპლომატიური ფასდაკლებების სახელმწიფო რეგულაციების შესაბამისად ასახვა
** მაღაზიის ყოველდღიური ოპერირების, თანამშრომელთა მიღწევების და კომპეტენციების ასამაღლებლად, სათანადო ღონისძიებების ჩატარება და მათი მოტივაცია.
** გუნდის წევრების მიერ კომპანიის პოლიტიკის, წესებისა და რეგულაციების დაცვის უზრუნველყოფა.
** გაყიდვების ყოველკვირეული რეპორტის შევსება და მასში ყველა იმ საკითხის ასახვა, რომელიც გავლენას ახდენს მაღაზიის ფუნქციონირებაზე, ბიზნების ძირითადი საქმიანობის ინდიკატორების ჩათვლიით;
** მომსახურების კულტურის შექმნა, რომელსაც გუნდურობა და მიზანზე ორიენტირებული გარემო განაპირობებს.
** თანამშრომელთა სამუშაო განრიგის შედგენა, პიკის სააათებისა და დასვენების დღეეების გათვალისწინებით, ისე რომ მაღაზიაში ყოველთვის იმყოფებოდნენ სათანადო ოდენობის თანამშრომლები.
** მაღაზიის სათანადო ჰიგიენის შენარჩუნება, რათა შეიქმნას სასიამოვნო გარემო და კომპანიისა და ბრენდის იმიჯი იქნას დაცული.
** კომპანიის პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად, საქმიანობის სტანდარტებისა და კომერციული ასპექტების დაცვა.
** მაღაზიის კუთვნილი ინვენტარის გაფრთხილება, მათ შორის ტექნიკური და უსაფრთხოების საკითხების დაუყონებლივ მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: 5 დღე, კვირაში 40 საათი;
** დასვენება: კვირაში 2 დღე;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: cvgeo@cenomi.com გთხოვთ დასახელებაში მიუთითეთ: მაღაზიის მენეჯერი - Grand Mall, ბათუმი.

გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |