jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პროგრამისტი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 28 მაისი

"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის თანამდებობაზე, ინფორმაციული ტექნოლოგიების გნ-ში. (კანბანის ჯგუფი)

პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში.. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადექვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.

პროკრედიტ ბანკ საქართველოს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში არსებულ რეიტინგებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.

ძირითადი მოვალეობები:

** T-SQL-ის ცოდნა
** .NET Framework (Web Forms, Win Forms, MVC, WebAPI, WCF) - თან და .NET Core - თან მუშაობის გამოცდილება
** რელაციურ მონაცემთა ბაზების კონცეფციის ცოდნა
** ტექნიკური ინგლისურის ცოდნა
** დიდი მოცულობის მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროგრამირებაში;
** პროგრამირების პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (B1);
** დაკვირვებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
** დამოუკიდებლად მუშობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დიდ და რთულ სისტემებთან მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად და სათანადოდ შესრულების უნარ-ჩვევები;

პროგრამული ენები:

** T-SQL;
** NET Framework (Web Forms, MVC, WebAPI, WCF, WPF) - თან და .NET Core - თან მუშაობის გამოცდილება.

თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: geo.it.recruiting@procredit-group.com

გთხოვთ, ელ-ფოსტის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება პროგრამისტი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 28 მაისი 2024 წელი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. (დეტალურად პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ იხილეთ www.procreditbank.ge).

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |