jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: რეგიონალური ტრენერი
მომწოდებელი: დეილი
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 31 მაისი

სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-ზე მეტ ფილიალს, რამდენიმე სადისტრიბუციო ცენტრს და კვების საწარმოს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2500-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.

ვაცხადებთ ვაკანსიას რეგიონალური ტრენერის (FTM) პოზიციაზე ქ. თბილისში (პოზიცია გულისხმობს აქტიურ მივლინებებს რეგიონის მასშტაბით)

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებაზე ორინეტირებული გუნდის წევრობას;
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** პროფესიული განვითარების ხელშემწყობი სასწავლო კურსების დაფინანსებას;
** ფიტპასს და კორპორატიულ დაზღვევას;
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ (ორშ-პარ) სამუშაო პოზიცია გულისხმობს აქტიურ მივლინებებს რეგიონის მასშტაბით;
** ანაზღაურებას: 2000-2500 ლარი (Net)
** კვარტალურ ბონუსს

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სხვადასხვა თემატიკის ტრენინგ-მოდულების შემუშავება;
** ტრენინგების დაორგანიზება და ჩატარება;
** სპეციფიკური სასწავლო მოდულების აწყობა - საკვების მომზადების ძირითადი ტექნიკების, შესაბამისი საჭირო ინვენტარის სწორად გამოყენების და მოვლის კუთხით;
** კვების ხაზის მენიუს და რეცეპტების გაზიარება თანამშრომლებისთვის;
** ტრენინგის ჩატარება საკვების სანიტარული და უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ;
** ფილიალებში პერიოდული ვიზიტი და პროცესების შეფასება: კვების ხაზის პერსონალის მუშაობის, სერვისის, ტექნიკის მოვლის წესების დაცვის და ა.შ.
** კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება პერსონალისთვის და რეკომენდაციების გაცემა ფილიალის მენეჯმენტისთვის ეფექტურობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად;
** სასწავლო პროცედურების ეფექტურობის შეფასება და ცვლილების შეტანა სამომავლო შედეგების გასაუმჯობესებლად;
** პერსონალის ცოდნის შეფასება, სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით და რეპორტების წარმოება;
** ახალი ფილიალების გახსნისას აქტიური ჩართულობა და კვების ხაზის პერსონალის სათანადოდ მომზადების უზრუნველყოფა;
** ფილიალებში განსაზღვრული პერიოდულობით პრაქტიკული ტრენინგების/მასტერკლასების ჩატარება;
** ახალი პროდუქტების ჩაშვებასა და წარდგენაში აქტიური ჩართულობა მისი წარმატებით განხორციელების მიზნით.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კვების ხაზის საოპერაციო პროცესებთან დაკავშირებულ ცოდნას მიიღებს და შეისწავლის ადგილზე;
** სასურველია ტრენერად მუშაობის გამოცდილება, (თანამშრომელი გაივლის ტრენერთა ტრენინგსაც (TOT))
** რეგიონის მასშტაბით აქტიურად მოძრაობის მიზნით, სასურველია მსუბუქი ავტომობილის ყოლა (უზრუნველყოფილი იქნება, მანქანის ცვეთის ხარჯი, საწვავი და სხვა საჭიროებები)
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა: ორგანიზებულობა, სწავლების უნარი, შეეძლოს ეფექტიანი კომუნიკაცია, იყოს თავაზიანი და კოლეგიალური.

პიროვნული მახასიათებლები:

** გამართული მეტყველებისა და აქტიური მოსმენის უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** სამუშაო პროცესების ორგანიზების უნარი;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** კეთილგანწყობილი და ემპათიური;
** კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
** აქტიური და ინიციატივიანი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;

რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://helio-ai.com/apply/qx4mweav8lfud696?src=jobs.ge

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანია "დეილის" აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას: გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |