jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: აჭარა კოლექტივ დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

აჭარა კოლექტივ დეველოპმენტი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

დეპარტამენტი: ფინანსური
ანგარიშვალდებულია: ფინანსური დირექტორის წინაშე

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** პერიოდულად ჩაატაროს კომპანიის ბიზნეს მიმართულებების ფინანსური ანგარიშგებების ანალიზი;
** მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის შედგენაში, კომპანიის ფინანსური და ბიზნეს გეგმების შემუშავებაში;
** განახორციელოს შედეგების ანალიზი ბიუჯეტთან და ისტორიულ მონაცემებთან შედარებით;
** მოახდინოს აღრიცხვაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და პრობლემის გადაჭრის მიზნით მჭიდროდ ითანამშრომლოს შესაბამისი დეპარტამენტის/მიმართულების წარმომადგენელთან;
** გადაამოწმოს მიღებული დოკუმენტაციის სიზუსტე და ხარვეზების შემთხვევაში წარუდგინოს უშუალო ხელმძღვანელს;
** შეადაროს ბიუჯეტი (შემოსავლები/ხარჯები) ფაქტიურ მონაცემებს;
** მუდმივად იზრუნოს ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობების იდენტიფიცირებაზე, როგორც ბიუჯეტის შედგენის დროს, ისე მთელ წლის განმავლობაში.
** პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია რეპორტის სახით ფინანსური მიმდინარე და დასრულებული პროცესების შესახებ;
** შეიმუშაოს და გამართოს დოკუმენტაციის შენახვის სისტემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან ფინანსური მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამის MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2);
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ
ელ-მისამართზე: Hradjara@collectivedv.com 2024 წლის 10 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, "სათაურის ველში" მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "GYM BREEZE, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |