jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: აჭარა კოლექტივ დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

აჭარა კოლექტივ დეველოპმენტი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

დეპარტამენტი: ფინანსური
ანგარიშვალდებულია: ფინანსური დირექტორის წინაშე.

ძირითადი მოვალეობები:

** განახორციელოს საბანკო გადარიცხვები და გატარებები;
** პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე აწარმოოს ბუღალტრული გატარებები;
** გადაამოწმოს მიღებული დოკუმენტაციის სიზუსტე და ხარვეზების შემთხვევაში მოახსენოს უშუალო ხელმძღვანელს;
** მოამზადოს პერიოდული რეპორტები, მენეჯმენტის მოთხოვნის შესაბამისად;
** გაუწიოს ანალიზი და კონტროლი დებიტორებს და კრედიტორებს;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სამშენებლო მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის/აუდიტის /ფინანსების განხრით;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა MS Office: Word; Excel
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ
ელ-მისამართზე: Hradjara@collectivedv.com 2024 წლის 10 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, "სათაურის ველში" მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, აჭარა კოლექტივ დეველოპმენტის მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |