jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მაღაზიის კონსულტანტი
მომწოდებელი: ევრო ბრენდი
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

კომპანია "ევრო ბრენდი" (Eurobrand) წარმოადგენს საქართველოში 2013 წლიდან ევროპული ბრენდების იმპორტიორ კომპანიას, რომელსაც გააჩნია მაღაზიათა ქსელი. (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები, აქსესუარები...)

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე ქ. რუსთავში, რუსთავი მოლის (შარტავას გამზირის და ქუჩა ლომოურის გადაკვეთაზე 1) ფილიალში.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველება;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** გაწონასწორებულობა და არაკონფლიქტურობა, დაძაბულ სიტუაციებთან ეფექტურად გამკლავების უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო/უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, internet);
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება ტანსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მაღაზიის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა;
** მომხმარებლის ეფექტური მომსახურებისთვის აუცილებელი კომფორტული გარემოს შექმნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან - 550-600 ლარი; დამატებით საბონუსე სისტემა.
** მდიდარ კორპორაციულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: hr@eurobrand.ge და მიუთითოთ პოზიცია: "მაღაზიის კონსულტანტი რუსთავი ფილიალში", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება კომპანიის მიერ.

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 03 62 62 (სამუშაო საათებში)

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |