jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: აფთიაქის მენეჯერი
მომწოდებელი: ვიანი
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 22 მაისი

"ვიანი" აცხადებს აფთიაქის მენეჯერის ვაკანსიას ქუთაისში.

სამუშოს ადგილმდებარეობა: კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი - ჯავახიშვილის #85

სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** ჰოსპიტლის საჭიროების მიხედვით მედიკამენტებისა და ერთჯერადი სახარჯი მასალის მოთხოვნის განსაზღვრა და შეკვეთების განხორციელება კომპანიაში დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
** შეკვეთილი მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების მიღება დასახელების, რაოდენობისა და ვადის მიხედვით;
** განყოფილებების მედიკამენტებითა და სახარჯი მასალების მიზნობრივი და დროული უზრუნველყოფა;
** აფთიაქის ნაშთის კონტროლი რაოდენობის, საჭიროებისა და ვადების მიხედვით;
** აფთიაქის გეგმური ინვენტარიზაცია;
** აფთიაქში არსებულ მარაგზე - მედიკამენტებზე და სახარჯ მასალაზე ვადების მუდმივი კონტროლი;
** მედიკამენტების განზავება/მომზადების პროცესის წარმართვა ჰოსპიტლის ცენტრალურ აფთიაქში და შესაბამისი მედიკამენტებით განყოფილებების მომარაგების ორგანიზების უზრუნველყოფა;
** განყოფილებებში მედიკამენტების და სახარჯი მასალის ხარჯვის ასახვის კონტროლი და დაქვემდებარებული კადრის ეფექტური მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სავალდებულოა ფარმაციის ფაკულტეტის მიმართულებით;
** სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა (ფარმაცევტული წარმოების, სააფთიაქო დაწესებულების სფეროში);
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გამართულად კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22 მაისი, 2024

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://vian.health/ka/career/?careerId=1076.

"ვიანი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |