მულტიპროფილური კლინიკა "კანი" აცხადებს შერჩევას ქოფირაითერის პოზიციაზე.
გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი, სააკაძის დაღმართი N11
ფუნქცია-მოვალეობები:
** მარკეტინგული კალენდრის მიხედვით ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნა: Facebook / Instagram / Tiktok / Blog & etc.
** ტექსტების შეთანხმება საჭიროებისამებრ კორექტირება სამედიცინო პერსონალთან.
** კამპანიების დაგეგმვაში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან კომუნიკაციის მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კრეატიული წერის უნარი;
** ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართულად წერის უნარი;
** სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kani.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ქოფირაითერი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.
გისურვებთ წარმატებას!