jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სტაჟირება IT ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილებაში
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

სს "ოპპა" ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

პოზიცია: სტაჟირება IT ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილებაში

რას გააკეთებ:

** მომხმარებლების ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** პროგრამული თუ ტექნიკური პრობლემის მოკვლევა;
** საჭიროების შემთხვევაში სამუშაო ადგილას ტექნიკური ინფრასტრუქტურის მოწყობა;
** ზოგადად, კომპიუტერული ტექნიკური პრობლემის და ხარვეზის აღმოფხვრაში ჩართულობა.

მნიშვნელოვანია/სასურველია გქონდეს:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** Windows ოპერაციული სისტემების ცოდნა;
** ქსელის საფუძვლების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს ორგანიზება;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |