jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: განახლებისა და პროფილაქტიკის ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: EGT Georgia
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

საერთაშორისო კომპანია "EGT Georgia" აცხადებს ვაკანსიას განახლებისა და პროფილაქტიკის ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ქ. ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 07:30-16:30

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მიერ წარმოებული აპარატურის და მის მაკომპლექტებელი ნაწილების გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება;
** კომპანიის მიერ წარმოებული აპარატურის და მის მაკომპლექტებელი ნაწილების განახლებითი სამუშაოების ჩატარება;
** კომპანიის მიერ წარმოებული აპარატურის მოდიფიკაცია;
** ჩატარებული სამუშაოების დროს გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრა.

მოთხოვნები:

** სასურველია ელექტრო მოწყობილობების მუშაობის პრინციპების საბაზისო ცოდნა;
** სასურველია გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში;
** აუცილებელია მართვის მოწმობა - B კატეგორია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილებით (მექანიკური გადაცემათა კოლოფი)

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
** სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ მზარდ ანაზღაურებას;
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: career-georgia@egt.com სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ფილიალი.: "განახლებისა და პროფილაქტიკის ტექნიკური სპეციალისტი".

ველით თქვენს განაცხადს და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |