jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: YOYOSO
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

მაღაზიათა ქსელი "YOYOSO" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქ. გორში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული ფილიალისა და თანამშრომლების მართვა;
** მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების უზრუნველყოფა;
** გეგმის შესასრულებლად თანამშრომლების მუდმივი სტიმულირება;
** პროდუქციის მერჩენდაიზინგის სტანდარტებით განთავსების უზრუნველყოფა;
** ნაშთების მართვა/კონტროლი;
** კომპანიის შიდა ინსტრუქციებისა და სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საცალო გაყიდვების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ფლობა;
** სასურველია APEX-ის პროგრამის ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@yoyoso.ge

სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "YOYOSO" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |