jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მონიტორინგის ოფიცერი
მომწოდებელი: აჭარა კოლექტივი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

"აჭარა კოლექტივი" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ვიდეო მონიტორინგის განხორციელება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** უსაფრთხოების დადგენილი ნორმების დარღვევების მონიტორინგი, პრევენცია და აღკვეთა;
** კრიზისული სიტუაციების მართვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** საჭიროების შემთხვევაში ვიდეო ჩანაწერის გადამოწმება/ინფორმაციის მოკვლევა;

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
** ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@adjaragroup.com. გთხოვთ, "სათაურის ველში" მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |