jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მიმღების თანამშრომელი
მომწოდებელი: მთის კურორტი განთიადი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

მთის კურორტი "განთიადი" ცემში (ბორჯომის რ-ნი) აცხადებს ვაკანსიას მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე.

ორგანიზაციის შესახებ:

მთის კურორტი განთიადი" მდებარეობს ბორჯომის პარკიდან 11 კილომეტრში, ბაკურიანის მთის ფერდობზე, სოფელ ცემსა და ტბას შორის. განთავსებულია ბუნებრივ ტყეში და მიეკუთვნება საშუალო მთის კლიმატურ კურორტებს. კურორტი აერთიანებს 70-ნომრიან თანამედროვე სასტუმროსა და 4 ჰექტარ კერძო ტყე-პარკს. სასტუმროს აქვს ღია აუზი, საკონფერენციო დარბაზები, კალათბურთის მოედანი, საბავშვო ოთახი, ლაუნჯ-ბარი და რესტორანი. ტერიტორიაზე მოწყობილია საბავშვო ზონები და სარეკრეაციო დანიშნულების გასართობი სივრცეები.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** საინტერესო თავგადასავალს მასპინძლობის სფეროში;
** პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
** მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ ანაზღაურებას
** კვებას
** ტრანსპორტირებას (ბორჯომიდან),
** სწავლება-ტრენინგებს და განვითარების სხვა შესაძლებლობებს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა და განთავსების უზრუნველყოფა;
** ჯავშნების სისტემაში დამოუკიდებლად მუშაობა;
** სტუმრებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს, და სერვისებისა და ფასების შესახებ;
** რეგისტრაციისა და სასტუმროდან გაწერის პროცედურების დამოუკიდებლად შესრულება, დოკუმენტების მოთხოვნა-დაარქივება;
** ფინანსური ანგარიშსწორება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** მუდმივი და დროული კომუნიკაცია დიასახლისებთან (დასუფთავების სამსახურთან), კვების და სასმელების განყოფილებასთან, ტექნიკურ და უსაფრთხოების სამსახურებთან;
** ფინანსური დღის დახურვა, ინვოისების დაარქივება;
** სტუმრების მიმართ მუდმივად იყოს კეთილგანწყობილი, თავაზიანი;
** სხვა, სამუშო აღწერილობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართული და ინგლისური ენის ცოდნა (დამატებით რუსული ან სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
** კანდიდატი უნდა ფლობდეს კომუნიკაციის კარგ უნარებს, იყოს პუნქტუალური, მოწესრიგებული და თავაზიანი და მეგობრული, როგორც სტუმრების, ასევე - კოლეგების მიმართ
** უნდა ჰქონდეს ადაპტირებისა და ექსტრემალურ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი.

პირობები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების არქონის შემთხვევაში, გთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას 2 თვის განმავლობაში - 600 ლარი ხელზე ასაღები ანაზღაურება;
** სულ მცირე ერთწლიანი გამოცდილების შემთხვევაში - 850 ლარი ხელზე ასაღები ანაზღაურება.
** სამუშო გრაფიკი თითოეულ პოზიციაზე იქნება განხილული ინდივიდუალურად.

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: kbeletskaia@gmail.com და დასახელებაში (SUBJECT) მიუთითეთ კონკრეტული პოზიციის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |