jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: მთის კურორტი განთიადი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

მთის კურორტი "განთიადი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.

ორგანიზაციის შესახებ:

მთის კურორტი განთიადი" მდებარეობს ბორჯომის პარკიდან 11 კილომეტრში, ბაკურიანის მთის ფერდობზე, სოფელ ცემსა და ტბას შორის. განთავსებულია ბუნებრივ ტყეში და მიეკუთვნება საშუალო მთის კლიმატურ კურორტებს. კურორტი აერთიანებს 70-ნომრიან თანამედროვე სასტუმროსა და 4 ჰექტარ კერძო ტყე-პარკს. სასტუმროს აქვს ღია აუზი, საკონფერენციო დარბაზები, კალათბურთის მოედანი, საბავშვო ოთახი, ლაუნჯ-ბარი და რესტორანი. ტერიტორიაზე მოწყობილია საბავშვო ზონები და სარეკრეაციო დანიშნულების გასართობი სივრცეები.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** საინტერესო თავგადასავალს მასპინძლობის სფეროში;
** პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
** მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ ანაზღაურებას;
** სწავლება-ტრენინგებს და განვითარების სხვა შესაძლებლობებს.

პირობები:

** ნაწილობრივ დისტანციური;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
** პერიოდული ვიზიტები ცემში;
** ანაზღაურება 900 ლარი და ბონუსი გაყიდვებიდან;
** მეგობრული და გუნდური გარემო;
** ზრდის და განვითარების შესაძლებლობა.

სამუშო გრაფიკი თითოეულ პოზიციაზე იქნება განხილული ინდივიდუალურად.

სასტუმრო ეძებს კორპორაციული გაყიდვების წარმომადგენელს თბილისში, რომელსაც გააჩნია შესაბამისი გამოცდილება სასტუმროს ან ტურიზმის სფეროში. შერჩეული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უნდა შეეძლოს სასტუმროს მარკეტინგული და სტრატეგიული ამოცანების დასახვა და იმპლემენტაცია.

შერჩეული კანდიდატი მონაწილეობას მიიღებს ორგანიზაციის მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგიის ფორმირებაში, გაყიდვების გეგმების შედგენასა და უზრუნველყოფს მის შესრულებას დათქმულ ვადებში. კორპორაციული გაყიდვების წარმომადგენელი ექვემდებარება სასტუმროს გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელს.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს დროის მართვის, დაგეგმვის, ანგარიშგების, ასევე - საპრეზენტაციო მასალის შექმნის კარგი უნდარები. კარგად უნდა ფლობდეს საპრეზენტაციო პროგრამებს (მაგ.: Power Point, Canva), უნდა შეეძლოს კომპანიის წარდგენა როგორც ონლაინ, ასევე - პირისპირ შეხვედრებზე.

ვაკანსია არის დისტანციური, თუმცა გულისხმობს ყოველდღიურ აქტივობას / შეხვედრებს თბილისში და გარკვეული პერიოდულობით მოითხოვს ადგილზე ვიზიტს, სასტუმრო მდებარეობს ბორჯომის რ-ნის სოფელ ცემში (ბორჯომსა და ბაკურიანს შორის).

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტურიზმის მენეჯმენტის, მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია ქართული და ინგლისური ენების გამართული სასაუბრო და წერითი ცოდნა (სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** აქტიური, კრეატიული და შედეგებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური, ორგანიზებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე;
** უნდა ჰქონდეს ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

მოვალეობები:

** მონაწილეობა მიიღოს სასტუმროს გაყიდვების სტრატეგიისა და გაყიდვების გეგმის შემუშავებაში, ასევე - საოპერაციო ბიუჯეტის შედგენაში, რაც მიმართული იქნება სასტუმროს საბაზრო წილის ზრდისაკენ;
** განახორციელოს გაყიდვების გეგმით გათვალისწინებული აქტივობები, რათა შეძლოს ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსავლებისა და გაყიდვების მიზნების მიღწევა;
** მოამზადოს და შეათანხმოს გაყიდვების ყოველთვიური პროგნოზი და შესრულებული სამუშაოს რეპორტი;
** უნდა შეეძლოს მოამზადოს გაყიდვების პროგნოზი პოტენციური ბაზრის და საბაზრო ტრენდების გათვალისწინებით;
** დაგეგმოს, შეათანხმოს და განახორციელოს სხვადასხვა აქტივობა (მათ შორის დისტანციური და პირისპირ შეხვედრები პოტენციურ დამკვეთებთან, გამოიყენოს სხვადასხვა საკომუნიკაციო მეთოდები - მეილინგი, ტელემარკეტინგი)
** შექმნას პოტენციური პარტნიორი კომპანიების საკონტაქტო ბაზა და იქონიოს მათთან უწყვეტი კონტაქტი; შესთავაზოს სიახლეები და აცნობოს აქციების შესახებ;
** დაგეგმოს და ჩაატაროს ინფო ტურები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის (ტურისტული კომპანიები, გიდები, საბანაკე სეგმენტი და სხვა);
** მოამზადოს ინვოისები და გააფორმოს ხელშეკრულება;
** სასტუმროს შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა.

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: kbeletskaia@gmail.com და დასახელებაში (SUBJECT) მიუთითეთ კონკრეტული პოზიციის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |