jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სარეაბილიტაციო ცენტრის რეგისტრატორი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 15 მაისი

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია 1995 წელს. ორგანიზაციის მისიია თანაბარი პირობების უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ამ ადამიანების სოციალური ინკლუზიის ხელშესაწყობად.

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" ქ. თბილისში ორგანიზაციის ბაზაზე მოქმედი სარეაბილიტაციო ცენტრისთვის აცხადებს კონკურსს სტუდენტური დასაქმების პროგრამის ფარგლებში ცენტრის რეგისტრატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული ბენეფიციარების შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
** თანამშრომელთა დასწრების და სამუშაო დროის ელექტრონული აღრიცხვის წარმოება შესაბამის პროგრამაში, მონაცემების ყოველკვირეული დამუშავება, მიწოდება ადმინისტრაციისთვის და შენახვა;
** ბენეფიციართა პირადი საქმის გახსნა და შენახვა;
** ამბულატორიული ბარათის პირველადად გახსნა და ინფორმაციის შევსება განსაზღვრული წესის შესაბამისად, როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული სახით;
** გახსნილი ბარათების მოვლა-შენახვა/დაარქივება და საჭიროების შემთხვევაში მოძიება;
** მშობლებთან და თერაპევტებთან კომუნიკაცია ინფორმირება თერაპიული სესიის შესაძლო ცვლილებების შესახებ;
** თერაპიების დროის და შესაბამისი ოთახების ცხრილის შედგენა;
** თერაპიების განრიგის შეთანხმება და ცვლილებებზე დროული ინფორმაციის მიწოდება მშობლებისა და თერაპევტებისათვის.

დამატებითი ინფორმაცია

** სამუშაო საათები მოიცავს კვირაში 20 საათს (არასრული განაკვეთი). ვაკანსიაზე შერჩეული კანდიდატების რაოდენობა - 2.
** სამუშაო საათები 10:00-14:00 ან 15:00-19:00. შესაძლოა სამუშაო დღეების წინასწარ შეთანხმება ადმინისტრაციასთან, კვირაში 20 სამუშაო საათის გათვალისწინებით.
** შესაძლებელია კანდიდატის სურვილის შემთხვევაში განვიხილოთ სრული შტატი. აღნიშნულ ვაკანსიაზე უპირატესობა მიენიჭებათ სტუდენტებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველია:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამედიცინო სფეროში;
** სოციალურ ან სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** MS OFFICE საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კარგი კომუნიკაციური უნარი;
** დისციპლინარული წესებისა და პროცედურების დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა;
** კეთილსინდისიერება;
** პუნქტუალობა.

შერჩევის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა
** სამუშაო გამოცდილება
** მოტივაცია
** პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:

** ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა.
** გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელმისამართზე უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე (CV)

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 15 მაისი

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელმისამართზე Autism.cfs@gmail.com

"Subject" ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ცენტრის რეგისტრატორი



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |