jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სერვის დესკის ოპერატორი
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ სერვის დესკის ოპერატორს.

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge). ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბანკებისთვის, საფინანსო და სავაჭრო დაწესებულებებისთვის.

სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6
სამუშაო გრაფიკი: ცვლადი

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

** კომპანიის შიდა პროგრამებში მუშაობა
** სატელეფონო ზარებზე დროული რეაგირება, სერვის დესკის სტანდარტების დაცვით
** ბიზნეს საჭიროებებიდან გამომდინარე, მომხმარებლებთან გამავალი ზარების განხორციელება
** კომპანიის სტანდარტებისა და გაიდლაინების შესაბამისად, მაღალი ხარისხით მომსახურება
** აქტიური პრობლემური საკითხების მონიტორინგი

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - B2 დონეზე
** დეტალებზე ორიენტირებული
** ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ - ჩვევების ათვისების სურვილი ქონა

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში
** Fit pass ბარათს
** სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - "სერვის დესკის ოპერატორი".

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |