jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტანსაცმლის მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: თურსა
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

კომპანია "თურსა" ეძებს ტანსაცმლის მაღაზიის მენეჯერს.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

** ფილიალის ეფექტურად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა
** პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი
** სწორი მართვის, ზედამხედველობისა და თანამშრომელთა განვითარების საშუალებით დასახული მიზნების მიღწევა
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა
** მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა
** მაღაზიის პერსონალის მართვა
** სხვა შესაბამისი მოვალეობები, რაც შეიძლება დასჭირდეს კომპანიას
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა (კონსულტანტი, მოლარე-ოპერატორი, გაყიდვების მენეჯერების და სხვა)
** ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის დეტალური გაცნობა
** სალაროს, მარაგებისა და ნაშთების კონტროლი
** პროდუქტების გეგმური ინვენტარიზაცია

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს/ეკონომიკური განათლება)
** აუცილებელია საცალო ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მენეჯერად მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისურის, რუსულისა და თურქული ენის (წერა, საუბარი) თავისუფლად ფლობა
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა
** დროის რაციონალურად განაწილების უნარი
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ლიდერის უნარ-ჩვევები
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** პრობლემატურ მომხმარებელთან საკითხების მოგვარება
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელმისამართზე Tursahr@gmail.com და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ტანსაცმლის მაღაზიის მენეჯერი". კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 577441183



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |