"Fitpass" კორპორატიული მომსახურებაა, რომელიც პარტნიორი კომპანიების თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს საშუალებას აძლევს, დაკავდნენ 40-ზე მეტი სპორტული აქტივობით 150-მდე ობიექტში საქართველოს მასშტაბით.
** კომპანიის დასახელება - "ფიტპასს ჯორჯია"
** ვაკანსიის დასახელება - უმცროსი ბუღალტერი
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** მთავარი ბუღალტრის დახმარება ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო შესაბამისობის პროცესებში;
** პირველადი დოკუმენტების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში (ბანკები, შესყიდვები, გაყიდვები, ხელფასები და სხვა);
** კლიენტებთან და პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია, დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლის პროცესში ჩართულობა; შედარების აქტების გაფორმება;
** საბანკო ოპერაციების წარმოება;
** ყოველთვიური დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება.
საჭირო უნარები:
** MS Excel-ის ცოდნა;
** საბაზისო ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, დეტალებისადმი ყურადღება.
საჭირო კვალიფიკაცია და გამოცდილება:
** ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, დასაშვებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** უპირატესობა ენიჭება ბუღალტრულ გუნდში მუშაობის გამოცდილებას;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა"ბალანსის" ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 ლარის ფარგლებში
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (შესვენება 1 საათი)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.
დამატებითი ბენეფიტები:
** პროფესიული სწავლების/ტრენინგების (ACCA, საგადასახადო კოდექსი, ბუღალტრული პროგრამა "ბალანსი" და მსგავსი) დაფინანსება და ხელშეწყობა;
** ინგლისური/ფრანგული ენის სწავლების შესაძლებლობა სამუშაო დროს;
** თიმბილდინგი - როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ;
** დაზღვევა;
** ფიტპასი (როგორც თანამშრომლისთვის, ასევე დამატებით ოჯახის წევრი/მეგობრისთვის).
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამომიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ლინკზე- https://forms.monday.com/forms/c6af09ec2c754ad36bd72cef743df61d?r=use1