კომპანია "რეფიქსი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იმპორტის დეპარტამენტში.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:30-18:00 საათამდე.
** ანაზღაურება: 1000 ლარი
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. თვალჭრელიძის III შესახვევი, N 2ა. (ისთ ფოინთის მიმდებარედ)
ძირითადი მოვალეობები:
** სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
** გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი და ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
** ტრანსპორტიორი კომპანიების მოძიება/არსებულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება: ტარიფების შეთანხმება;
** საბაჟო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტების მართვა და პროცესების კონტროლში ჩართულობა;
** შეკვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** პროფესიონალ, მეგობრულ გუნდთან ერთად თანამშრომლობას
კომპანია "რეფიქსის" საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საღებავებისა და სამღებრო საშუალებების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო-სურათით,
შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@reffix.ge ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსია - სტაჟირება/იმპორტის დეპარტამენტში.