jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ინჟინერ-მექანიკოსი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 15 მაისი

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეექვსე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2023 ევროპასა და საქართველოში.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ინჟინერ-მექანიკოსის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; 40 სთ/კვირაში

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოს მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის, უსაფრთხო და სათანადო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა
** საწარმოს ენერგობლოკის, ტექნოლოგიური პროცესის, სავენტილაციო და სხვა დანადგარების, სასაწყობე მეურნეობისა და ზოგადად ქარხნის გამართულ მუშაობაზე ზრუნვა
** მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების დათვალიერების, შემოწმებისა და შეკეთების კალენდარული გეგმების (განრიგების) მომზადება
** სათადარიგო ნაწილებისა და მასალების ეფექტური მოხმარებისთვის რაციონალური წინადადებების შემუშავება
** ყოველდღიური შემოვლების განხორციელება საწარმოს ირგვლივ ტექნიკის სწორი ექსპლუატაციისა და აღჭურვილობის ფუნქციონირების შესამოწმებლად, ხარვეზების იდენტიფიცირება და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ზომების ორგანიზება.
** კომპანიაში დამტკიცებულ სტანდარტებთან და სპეციფიკაციებთან შესაბამისობა.
** წარმოების ორგანიზებისა და დაგეგმვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა საწარმოს პრაქტიკაში, მაღალეფექტური ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.

კანდიდატის პროფილი:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით
** 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით სასურველია წარმოების მიმართულებით
** სხვადასხვა მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლების საბაზისო ცოდნა
** უცხო ენები: ინგლისური ენის ცოდნა B1+
** კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობა, კეთილსინდისიერება

რას გთავაზობთ?

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა
** ხელმძღვანელთა და გუნდის წევრთა მუდმივი მხარდაჭერა
** კონკურენტული ანაზღაურება
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, ქ. რუსთავი)
** კვება

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 15 მაისამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |