jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ეტლის მორგების ტექნიკოსი
მომწოდებელი: მაკ ჯორჯია/მოირგე
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

"მოირგე" არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2018 წელს. უზრუნველყოფს სავარძელ ეტლის საშუალო და მაღალი მორგების სერვისს საქართველოს მასშტაბით, 1-დან 18 წლამდე პირთათვის. "მოირგეს" მობილური გუნდი, რომელიც შედგება კვალიფიციური ოკუპაციური თერაპევტებისა და ტექნიკოსებისაგან, ბენეფიციარებს სთავაზობს მაღალ კვალიფიციურ შეფასებას, საჭიროებების კვლევას, ეტლის ტიპის შერჩევას, ეტლის გადაცემას, მორგებას, მის მოხმარებასთან დაკავშირებულ ტრენინგს და განმეორებით ვიზიტს რეგიონულ ჰაბებში.

"მოირგე" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ეტლის მორგების ტექნიკოსი

ძირითადი მოთხოვნები:

** მგზავრობისთვის მზაობა საქართველოს მასშტაბით.
** გუნდურობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალობა და გამოწვევებთან გამკლავების შესაძლებლობა.
** ეფექტური კომუნიკაციის შესაძლებლობა და გადაწყვეტილების მიღება.
** უპირატესობა მიენიჭება ეტლთან ან მსგავს აღჭურვილობასთან მუშაობის გამოცდილებას (მაგ: ველოსიპედის ან სხვა მოწყობილობის აწყობა).
** სხვადასხვა სამუშაო იარაღების გამოყენების შესაძლებლობა (ელექტრო და მექანიკური).
** სხვადასხვა დამხმარე საშუალების აწყობის, მოდიფიკაციის გამოცდილება/შესაძლებლობა დამხმარე საშუალების სერტიფიცირებული სპეციალისტის სუპერვიზიით.
** სამომხმარებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** ეფექტური მუშაობა მულტიკულტურულ გარემოში.
** სამუშაო დოკუმენტების, ჩანაწერების წარმოების გამოცდილება.

სამუშაო პასუხისმგებლობები:

** "მოირგეს" სავარძელ ეტლების ყველა ტიპის ცოდნა.
** ეტლის მორგების სპეციალისტთან ერთად მორგების ყველა ეტაპზე მუშაობა.
** უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინება ბენეფიციარის შეფასებისა და ეტლის მორგების პროცესში.
** დასაჯდომი სისტემის და ეტლის აწყობა საჭიროებიდან გამომდინარე.
** მორგებამდე ეტლის მოწესრიგება, გასუფთავება და ყველა საჭირო მოდიფიკაციის უზრუნველყოფა ბენეფიციარის საჭიროების შესაბამისად.
** ეტლის მომხმარებლების და მისი ოჯახის წევრების ინფორმირება ეტლის პერიოდული შემოწმებისა და გამართვასთან დაკავშირებით (ეტლის მორგების სპეციალისტის სუპერვიზიით).
** ყოველი ეტლის შემოწმება ბენეფიციარზე გადაცემამდე და დარწმუნება, რომ ტექნიკურად მისი გამოყენება არის უსაფრთხო.
** გაწეული სამუშაოს დოკუმენტირება სერვისის ინსტრუქციების და ეტლის მორგების სპეციალისტის რეკომენდაციების შესაბამისად.
** განმეორებითი ვიზიტი ეტლის მომხმარებელთან საჭიროებიდან გამომდინარე, მოწყობილობის უსაფრთხოების და შესაბამისობის შეფასება.
** ყველა მოწყობილობის და სამუშაო მასალის ორგანიზება, მოწესრიგება.
** სხვა სამუშაო ამოცანების შესრულება ეტლების უზრუნველყოფის პროგრამის მენეჯერის ინსტრუქციების შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV, სამოტივაციო წერილი, ორი პროფესიული რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია MAC-ში არაუგვიანეს 2024 წლის 10 მაისისა.

ინფორმაცია უნდა წარმოადგინოთ mac_info@macgeorgia.org და სათაურის ველში უნდა მიუთითოთ "ეტლის მორგების ტექნიკოსი".

გაცნობებთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |