სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას კონსულტანტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის 59-ში მდებარე "თურსა"-ს სუპერმარკეტი;
სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა;
** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
** პროდუქციის მოწესრიგება, ეფექტური განლაგება.
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** მხიარული, მუდამ მოღიმარი, თავაზიანი
აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს მიეცემა გამოსაცდელი ვადა 3-4 დღე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: tursahr@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - "კონსულტანტი".
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.