jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გარემოსდაცვითი პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ეკომეტრი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

"გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ცენტრი - ეკომეტრი" ეხმარება კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებს, ქვეყანაში არსებული გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულებაში. კომპანია, ასევე უზრუნველყოფს სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მოთხოვნებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის მომზადებას და აქტიურად ზრუნავს CSR პროექტების განვითარებაზე.
გაქვთ გარემოსდაცვითი მიმართულებით გამოცდილება და ეძებთ ახალ გამოწვევებს? ჩვენი გუნდი პროფესიულ გავითარებასთან ერთად გთავაზობთ შესაძლებლობას, იზრუნოთ გარემოზე და მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტებში.

პოზიცია: გარემოსდაცვითი პროექტების მენეჯერი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გარემოსდაცვითი შეფასების და ნარჩენების მართვის კოდექსებით გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადება და შესაბამის უწყებებთან დადგენილი სანებართვო პროცედურების გავლა
** საჯარო განხილვების პროცესის ორგანიზება, საპრეზენტაციო მასალების მომზადება და წარდგენა
** პროექტების საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი საექსპერტო გუნდის შექმნა, მართვა და კონტროლი
** საჯარო და კერძო სტრუქტურებთან ურთიერთობა
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება
** რეპორტინგის წარმოება მენეჯმენტისთვის
** კომპანიაში მიმდინარე გამოწვევებში მონაწილეობის მიღება
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

** გარემოსდაცვით სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების უნარი
** MS Office გამოყენების უნარ-ჩვევები
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დისციპლინირებულობა/პუნქტუალობა
** მოტივირებულობა/პოზიტიურობა
** ვაკანსია ითვალისწინებს რეგიონებში მივლინებებს

განაკვეთი: სრული
ანაზღაურება : შეთანხმებით

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2024 წლის 25 მაისის ჩათვლით ელ. მისამართზე: welcome.ecometer@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დადებითად განხილულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |