jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ხაზის კონსულტანტი
მომწოდებელი: მულტი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

"ბიბლუსი ჯგუფი"-ს შვილობილი კომპანია - შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას ხაზის კონსულტანტის პოზიციაზე, ქალაქ ბათუმში.

"მულტი" არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო ადგილისა და საკვების ჭურჭლის სისუფთავის კონტროლი;
** ხაზში მიღებული პროდუქციის აწონვა, კონტეინერებში განაწილება;
** მიღებული შეკვეთის გამზადება მომხმარებლისთვის გადასაცემად;
** პროდუქციის უზრუნველყოფა ფასმაჩვენებლებით;
** დახლ-მაცივრის პროდუქციით შევსება;
** პროდუქციის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;

მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, გრანდმოლი, ხიმშიაშვილის 9

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელ.მისამართზე: vacancy@multimarket.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ხაზის კონსულტანტი ბათუმში".

"მულტი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |