jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: MEP სამუშაოების ზედამხედველი
მომწოდებელი: ელემენტ კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / განცხადების ვადა: 22 მაისი

ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენი" 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.

"ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge

"ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას MEP სამუშაოების ზედამხედველის
პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის დიზაინისა და მენეჯმენტის კორესპონდენციაში ჩართულობა, ტექნიკურ ნაწილში რეკომენდაციების გაცემა და გადაწყვეტილებების მიღება;
** პროექტის ჭრილში გეგმა-გრაფიკების ზედამხედველობა;
** შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და გადამოწმება, დადასტურება;
** MEP ნაწილზე შესაბამისი ლაბორატორიული დასკვნების დაორგანიზება, აღრიცხვა;
** ხარისხის კონტროლი;
** შესასრულებელი, შესრულებული და აზომვითი ნახაზების მონიტორინგი;
** რისკების ანალიზი და მათი მიტიგაცია;
** კოორდინაცია სამშენებლო ნაწილთან;
** ზედამხედველობა და ასევე მონაწილეობის მიღება MEP რეპორტების ნაწილში;
** საინჟინრო-საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების კოორდინაცია;
** პროექტის ჭრილში ზედამხედველობა ხარჯთაღრიცხვების მომზადების პროცესში;
** ზედამხედველობა საინჟინრო პროექტების კონცეფციების მომზადებაში;
** საინჟინრო პროექტების შესრულების მონიტორინგი უშუალოდ ობიექტებზე;
** დამკვეთების ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიური და/ან სამშენებლო -საინჟინრო კუთხით);
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office+ ArchiCAD/AutoCAD).

უნარ-ჩვევები:

** პრეზენტაბელურობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** ინიციატორობა;
** დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2024 წლის 22 მაისამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ელემენტ კონსთრაქშენმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ელემენტ კონსთრაქშენის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |