jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ.49

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;,
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორაციულ ფასდაკლების ბარათი;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

ძირითადი მოვალეობები:

გაყიდვების მართვა:
** მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი.

მერჩენდაიზინგი:

** მერჩენდაიზერთა გუნდის მართვა;
** თაროზე ნაშთის და განთავსების მონიტორინგი;
** კონკურენტების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Office, Word, Excel);
** მსგავს სფეროში მინიმუმ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია 1С-ში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი)

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |