jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მოლარე-ადმინისტრატორი, ბარმენი-მოლარე
მომწოდებელი: Beer Store
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

შპს "Beer Store" - "ლუდის მაღაზია" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ადმინისტრატორისა და ბარმენი-მოლარეს პოზიციებზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი. ნუცუბიძის ფერდობი. ე. ამაშუკელის ქუჩა.

1) მოლარე-ადმინისტრატორი

ძირითადი მოვალეობები:

** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის მიღება/მითვლა;
** ვადების კონტროლი და ვადაგასული პროდუქციის შესახებ მენეჯერის/მომწოდებლის ინფორმირება;
** პროდუქციის თაროებზე/სარეკლამო კუნძულებზე განთავსება;
** მენეჯერის არ ყოფნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ყველა საჭირო ქმედების განხორციელება ობიექტის გამართულად და შეუფერხებლად მუშაობისთვის;
** სალაროსთან მუშაობა;
** მაღაზიაში სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების კონტროლი

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
** მომხმარებლებთან მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები;
** პუნქტუალობა, აკურატულობა, მოწესრიგებულობა, კომუნიკაბელურობა.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი.

2) ბარმენი-მოლარე

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლისთვის ლუდის ჩამოსხმა.
** მომხმარებლისთვის სიახლის, აქციების და ინფორმაციის შეთავაზება და მიწოდება
** სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** პროდუქციის მიღება/მითვლა;
** ვადების კონტროლი და ვადაგასული პროდუქციის შესახებ მენეჯერის/მომწოდებლის ინფორმირება;
** პროდუქციის თაროებზე/სარეკლამო კუნძულებზე განთავსება

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** მომხმარებლებთან მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები;
** პუნქტუალობა, აკურატულობა, მოწესრიგებულობა;
** მაღაზიაში სისუფთავის უზრუნველყოფა;
** კომუნიკაბელურობა.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი.

დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 30 აპრილამდე უნდა წარმოადგინონ რეზიუმე ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: beer33store@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი პოზიცია.

ტელ: 571 49 49 25



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |