jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: ბოხუას სახ. კარდიოვასკულარული ცენტრი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

"ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: დიღომი, კ. ჩაჩავას ქუჩა #1
ანაზღაურება: 900 ლარი
სამუშაო განრიგი: 09:00 - 17:00; 09:10 - 17:30, დამატებით სამუშაო დღე, მორიგეობით, ყოველი მესამე შაბათი - 10:00 - 14:00

ძირითადი ფუნქციები:

** განყოფილებაში შემოსული პაციენტის რეგისტრაცია;
** პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, საგარანტიო წერილების გააქტიურება;
** პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით; მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
** პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
** სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენა - B1 დონეზე;
** MS Office - სამომხმარებლო დონეზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უმცროსი მენეჯერი".

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |